ტუხელი:
Aa
Aa

ტუხელი: "კოვაჩიჩი ძალიან მიყვარს"

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ლონდონის "ჩელსიმ" "ნიუკასლს" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა მატეო კოვაჩიჩი, რომელმაც იდეალური მატჩი ჩაატარა. შეხვედრის შემდეგ "არისტოკრატების" თავკაცმა ტომას ტუხელმა ხორვატი ნახევარმცველი შეაქო.

"მე ის ძალიან მიყვარს. შემიძლია ის ღამის 3 საათზე გავაღვიძო და 4-ის 15 წუთზე მატეო სავარჯიშო ბაზაზე იქნება."

26 წლის ნახევარმცველმა "ნიუკასლთან" მატჩში 10.21 კილომეტრი ირბინა. მატეომ 91 პასი გააკეთა და ზუსტი 95.6 % იყო. ასევე 8 წარმატებული დრიბლინგი შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ ხორვატი ნახევარმცველი "ჩელსიში" 2018 წელს იჯარის წესით მადრიდის "რეალიდან" გადავიდა. ხორვატმა პირველივე სეზონში კარგი შთაბეჭდილება დატოვა და "ლურჯებმა" ის გამოისყიდეს. დღემდე მატეომ "არისტოკრატების" მაისური 127-ჯერ მოირგო და 2 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები