ტრაგედიას გადარჩენილ ფეხბურთელს სჯერა, რომ ტრავმა თამაშისას მიიღო...
29 ნოემბრის ტრაგედიას გადარჩენილი ერთ-ერთი ფეხბურთელი ნეტო, დღემდე საავადმყოფიშია.
ექიმების თქმით, "შაპეკოენსეს" 31 წლის მცველმა იცის, რომ საავადმყოფოში, ფეხბურთის თამაშისას მიღებული ტრავმის გამო მოხვდა.
"ერთ დღეს, რა თქმა უნდა, ნეტოს ტრაგედიის შესახებ ვუამბობთ, თუმცა ჯერჯერობით ამის გაკეთება სახიფათოა. სჯობს იცოდეს, რომ აქ თამაშისას მიღებულ ტრავმას მკურნალობს".
"სხვა მხრივ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არანაირი საფრთხე აღარ არსებობს". - განაცხადა ერთ-ერთმა ექიმმა ედსონ სტაკონსკიმ.
მომზადებულია marca.com-ის მიხედვით