Aa Aa
21 იანვარი 2021  |  22:27

6 წლის შემდეგ - ახალი წლის იდეაულური დასაწყისი

ძალიან ცოტა დრო რჩება წლის პირველ უმნიშვნელოვანეს ბრძოლამდე. დასტინ პორიე ცხოვრების რევანშისთვის ემზადება. ამერიკელმა მებრძოლმა 9 წლის განმავლობაში 24 ბრძოლა გამართა და ყოველთვის საკუთარ წონაში რეიტინგის ლიდერებში იმყოფებოდა. კონორი კი ადამიანია,რომელმაც შერეული ორთაბრძოლები სამუდამოდ შეცვალა.

გავიხსენოთ ბრძოლა - მათი დაპირისპირებიდან  6 წელი გავიდა. 

ამ ბრძოლის შემდეგ ორივემ ხაბიბთან წააგო. უმეტეს დაპირისპირებებს მებრძოლეები ნაადრავედ ამთავრებდნენ. მათ ორივეს ჯამში 48 ბრძოლიდან - 41 ნოკაუტით აქვთ მოგებული. აღსანშნავია,რომ ორივე მებრძოლი ძალიან სანახაობრივად ჩხუბობს და ეს მათ ბრძოლას ორმაგად საინტერესოს ხდის.  კონორი - კონტრშემტევია,რომელსაც შეუძლია მეტოქე ერთი დარტყმით გათიშოს. ირლანდიელის ხელი 5 სანტიმეტრით უფრო დიდია,რაც მაკრეგორის უპირატესობას ხაზს უსვამს.

ასევე შეგვიძლია ბევრი სტატისტიკა ჩამოვთვალოთ და ჩვენი პროგნოზები ვთქვათ,მაგრამ ფაქტია,რომ მაკგრეგორისა და პორიეს ჩხუბი არის 2021 წლის იდეალური დასაწყისი.

დღეს ორივე მებრძოლმა პრესკონფერენცია გამართა :

მე ის 90 წამში დავანოკაუტე. ჩემი ფიზიკური მდგომარეობით დარწმუნებული ვარ,რომ იგივეს გაკეთება ახლაც შემიძლია. ვიცი მისი გუნდისწევრები მაკვირდებოდნენ და შემისწავლეს. ვპირდები მათ,რომ ძლიერ დარტყმებს თავიდანვე შევთავაზებ. სურვილი მაქვს,რომ ბრძოლა დიდხანს გაგრძელდეს და სანახაოებრივი გამოდგეს. იმედი მაქვს დასტინი კარგად არის მომზადებული და ბოლომდე გამომყვება. მეუბნებიან რატომ ვჩხუბობ? რა არის მოტივაცია? მე ხომ დანა ვაიტზე მეტი ფული მაქვს. ნუ ცდილობთ,რომ მომიშოროთ.უბრალოდ მინდა შვილთან ერთად დავჯდე და ჩემი ბრძოლის საუკეთესო მომენტებს ვუყურო. მსურს,რომ ყველა მომენტი კინოსავით იყოს.“- აღნიშნა კონორმა

კონორი დაეხმარა ჩემ ფონდს.მადლობა მას ამისთვის. ბრძოლა ტიტულისთვის - ეს არის ყველაზე დიდი ბრძოლა რაც კი შეიძლება იყოს. ამიტომაც ვარ აქ. მგონია,რომ ჩვენი ბრძოლა იქნება ძალიან მაგარი. ამ 6 წლის განმავლობაში ტექნიკურად და მენტალურად შევიცვალე. იმისთვის,რომ დარჩე მწვერვალზე,შენ ყოველთვის უნდა იცვლებოდე. მე არ მაინტერესებს ჩემზე რას ლაპარაკობენ.“- განაცხადა პორიემ

შეგახსენებთ,რომ უქმეების მთავარი ბრძოლა 24 იანვარს აბუდაბიში გაიმართება. 

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში