Aa Aa
21 იანვარი 2021  |  16:58

პრესინგი და გოლი: კვარაცხელიამ წლის პირველ მატჩში გაიტანა

ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის ''რუბინი'' ახალი სეზონისთვის თურქეთში ემზადება. ბელეკში გამართულ პირველ ამხანაგურ მატჩში ლეონიდ სლუცკის გუნდი სერბულ ''პარტიზანს'' დაუპირისპირდა.

19 წლის ქართველმა შემტევმა ''რუბინის'' სასტარტოში ითამაშა და პირველ ტაიმში თავი გოლით გამოიჩინა. 39-ე წუთზე რუსული გუნდის ფეხბურთელებმა მეტოქის ნახევარზე პრესინგს მიმართეს, რომელშიც კვარაცხელიაც მონაწილეობდა, სერბული გუნდის მეკარე შეცდა და სწრაფი კონტრშეტევა ქართველი გარემარბის გოლით დასრულა.

პირველი ტაიმი კვარაცხელიას გუნდის გამარჯვებით 3:0 დასრულდა. საბოლოოდ, მატჩი სლუცკის გუნდმა 5:2 მოიგო.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი

კრისტალბეთის მატარებელი

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში