ტორინო - სპეციას მატჩის დროს კომენტატორმა პელმენის მომზადების წესები ახსნა
Aa
Aa

ტორინო - სპეციას მატჩის დროს კომენტატორმა პელმენის მომზადების წესები ახსნა

სერია ა-ს მორიგ ტურში "ტორინომ" "სპეციას" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ეს დაპირისპირება ძალზედ უინტერესო და მოსაწყენი გამოდგა.

მატჩის კომენტეტორს ვლადისლავ პრუსოვს შეხვედრის ყურება მოწყინდა, სალაპარაკოც ბევრი არაფერი იყო. ამის გამო მე-60 წუთზე მან სხვადასხვა კერძების მომზადების წესები მოყვა.

"ავიღოთ 15 პელმენი. ქვაბში ჩავასხათ 1 ლიტრი წყალი და ავადუღოთ. დუღილი დაახლოებით შვიდიდან 10 წუთამდე უნდა გაგრძელდეს. მეტი არ არის საჭირო, თორემ წყალი ზედმეტად ადუღდება. ამის შემდეგ შეგვიძლია პელმენების ჩაყრა. უნდა მოიხარშოს იქამდე, სანამ პელმენები ადუღებულ წყალში არ ამოტივტივდება."

პრუსოვმა გულშემატკივრებს კარტოფილის შეწვის რეცეპტიც გაუმხილა: "შეარჩიეთ ისეთი ტაფა, რომელსაც კარგი ძირი აქვს. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ კარტოფილი არ მიიწვას. კარტოფილის შესაწვავად ყველაზე კარგი ვარიანტი ფოლადის ტაფაა.

უფრო სასარგებლოა კარტოფილს თუ რაფინირებული მცენარეული ზეთით შეწვავთ, მაგრამ უფრო გემრიელი იქნება თუ ამას ცხიმში გააკეთებთ. ეს გემოვნების საკითხია, მაგრამ თქვენ ახლა იცით, რომ მცენარეული ზეთით შეწვა უფრო სასარგებლოა.

იმისთვის, რომ კარტოფილი იდეალურად შეიწვას, საჭიროა მისი ძალიან გაცხელებულ ტაფაზე დაყრა. ასევე ზეთიც გაცხელებული უნდა იყოს. ცივ ზეთზე შეწვის დაწყება რეკომენდირებული არ არის.

კარგი იქნება თუ თანაბრად დაჭრით კარტოფილს. აუცილებელია რამდენჯერმე გადაბრუნება, მაგრამ ხშირად გადაბრუნება არ ვარგა. ბალანსი უნდა დაიცვათ. ბოლოს აუცილებლად მოაყარეთ მარილი თორემ ძალიან უგემური გამოვა. ბოლოს, მარილი და პილპილი თქვენი გემოვნებისამებრ მოაყარეთ."

აღსანიშნავია, რომ მსგავსი რამ საქართველოშიც მოხდა. შვეიცარიის ჩემპიონატის ერთ-ერთი მოსაწყენი მატჩის დროს ქართველმა კომენტატორმა მის მეწყვილეს შვეიცარიაში ერთი ბიგ მაკის და ყავის ფასი ჰკითხა. ამ დიალოგის შემდეგ მატჩის კომენტირება ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები