შენგელიას ეფექტური გოლი - ქონია ტრაბზონთან დამარცხდა
Aa
Aa

შენგელიას ეფექტური გოლი - ქონია ტრაბზონთან დამარცხდა

თურქეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში ლევან შენგელიას „ქონია“ სტუმრად „ტრაბზონს“ დაუპირისპირდა და 3-1 დამარცხდა.

მასპინძლებმა ანგარიში 22-ე წუთზე, ნვაკაემეს გოლის წყალობით გახსნეს და პირველი ტაიმი 1-0 მოიგეს. მეორე ნახევარში „ტრაბზონმა“ მეტოქის კარი კიდევ 2-ჯერ აიღო. 56-ე წუთზე თავი ფლავიომ გამოიჩინა, ხოლო 4 წუთში საკუთარ გუნდს 3-ბურთიანი უპირატესობა ჯანინიმ მოუტანა.

დარჩენილ დროში „ქონია“ ბევრს ეცადა, მაგრამ მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო, რომელიც ლევან შენგელიას ანგარიშზეა. ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე 86-ე წუთზე შევიდა. 2 წუთში მან ეფექტური ბურთი შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ შენგელიას მიმდინარე სეზონში „ქონიას“ მაისურით 18 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ლევანმა თურქული კლუბის რიგებში 3 გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები