''მადლობა ყველაფრისთვის, კოშტანაი!'' - კანკავას დამშვიდობება ახალი გამოწვევის წინ
Aa
Aa

''მადლობა ყველაფრისთვის, კოშტანაი!'' - კანკავას დამშვიდობება ახალი გამოწვევის წინ

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ ფრანგულ ''ვალანსიენში'' გადასვლის შემდეგ ყოფილი კლუბის, ''ტობოლის'' პრესსამსახურთან მცირე კომენტარი გააკეთა. 34 წლის ნახევარმცველი ''ტობოლის'' ქომაგებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

კანკავა: ''მინდა ''ტობოლის'' მიმართ მადლიერება გამოვხატო გასული სამი სეზონის გამო. ამ დროის მანძილზე გუნდმა ნაბიჯი წინ გადადგა. ორი სეზონი მედლით დავასრულეთ. ვამაყობ, რომ ამ შედეგის მიღწევაში წვლილი შევიტანე.

მინდა ''ტობოლის'' ქომაგებს მადლობა გადავუხადო. თქვენ მე კარგად მიმიღეთ, ყოველთვის მხარს მიჭერდით და  გუნდს გვერდით ედექით.

კლუბს წარმატებებს ვუსურვებ ახალ სეზონში შიდა ასპარეზსა და ახალ ევროპულ ტურნირზე (კონფერენს ლიგა).

ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდისთვის ვთამაშობდი და ყოველთვის მაქსიმალურად ვიხარჯებოდი. მადლობა ყველაფრისთვის, კოშტანაი!''

შეგახსენებთ, ჯაბა კანკავა ყაზახურ კლუბში 2018-20 წლებში ასპარეზობდა. 2018 წლის სეზონში ''ტობოლი'' ყაზახეთის პრემიერ ლიგაში მეორე ადგილზე გავიდა, გასულ სეზონში კი მეორე ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, კანკავამ ''ვალანსიენთან'' კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. ''რეიმსის'' ექს-მოთამაშე ახალ კლუბში 6-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. ინფორმაცია ლიგა 2-ის კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები