ერიქსენი უკან ტოტენჰემში? - მოლაპარაკება დაწყებულია
Aa
Aa

ერიქსენი უკან ტოტენჰემში? - მოლაპარაკება დაწყებულია

სპორტული გამოცემა Sky Sports იუწყება, რომ კრისტიან ერიქსენს "ინტერიდან" წასვლა და "ტოტენჰემში" დაბრუნება სურს. "დეზების" ხელმძღვანელებმა "ნერაძურის" ბოსებს უკვე მიმართეს და მოლაპარაკებები დაიწყო. 28 წლის ფეხბურთელს გუნდში არ ენდობიან და სათამაშო დრო თითქმის არ აქვს. საუბარი იჯარის წესით გადასვლას ეხება.

სატრანსფერო ფანჯრის დაწყებამდე "ინტერის" აღმასრულებელმა დირექტორმა ბეპე მაროტამ იტალიურ მედიასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ერიქსენს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბის დატოვება შეუძლია.

მაროტას თქმით, კონტე კრისტიანს მხოლოდ პატივისცემის გამო ათამაშებს. ეს ყველაფერი კი 28 წლის ნახევარმცველისთვის ყოვლად მიუღებელია. აქედან გამომდინარე თავისუფლად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დანიელი კლუბს მალე დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან ერიქსენი „ინტერს“ 2020 წლის იანვარში შეუერთდა და „ნერაძურის“ საკუთარი მომავალი 2024 წლამდე დაუკავშირა. დღემდე დანიელმა ნახევარმცველმა "ინტერის" მაისური 40-ჯერ მოირგო და 4 გოლი გაიტანა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები