Aa Aa
16 იანვარი 2021  |  16:53

მოურინიო: "აქ გინდა დარჩენა თუ მადრიდში დაბრუნება და ფეხბურთის ართამაში?"

სპორტულ მედიაში საინტერესო ამბავი გავრცელდა. როგორც წესი, "ტოტენჰემის" ყველა ვარჯიშს საკუთარი ტელევიზია აშუქებს. ერთ-ერთი სავარჯიშო სესიისას კამერა მეკარეებისკენ იყო მიმართული და ამაში განსაკუთრებული არაფერი გახლავთ.

ერთ-ერთმა "იუთუბერმა" ხსენებული ვიდეო ნახა და საინტერესო დეტალი აღმოაჩინა. კადრს მიღმა ჟოზე მოურინიო გარეთ ბეილს ესაუბრებოდა და ასეთი რამ უთხრა: "აქ გინდა დარჩენა თუ მადრიდში დაბრუნება და ფეხბურთის ართამაში?"

ცნობილია, რომ პორტუგალიელ სპეციალისტს უელსელი შემტევის ხილვა სხვადასხვა დროს სხვადასხვა გუნდში მუშაობისას სურდა და ახლა ეს სურვილი მას აუსრულდა, თუმცა ყველა კარგად ხედავს, რომ ჟოზე ბეილს არ ენდობა და იშვიათად ათამაშებს.

გარეთის გადმოსვლის პირველი ეიფორია ჩაქრა და მისგან გაცილებით მეტს ელიან. ბეილი კი მასზე გაცემულ ავანსებს ჯერჯერობით ვერ ამართლებს. აღსანიშნავია ისიც, რომ 31 წლის ნახევარმცველი "ტოტენჰემში" 1 წლიანი იჯარის წესით არის გადმოსული და მისი გამოსყიდვის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

გარეთ ბეილმა "დეზებში" დაბრუნების შემდეგ ყველა ტურნირზე ერთად 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 3 გოლი გაიტანა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში