დინამო ძლიერდება - თბილისელები ზორან მარუშიჩს ყიდულობენ!
Aa
Aa

დინამო ძლიერდება - თბილისელები ზორან მარუშიჩს ყიდულობენ!

თბილისის "დინამო" გუნდის გაძლიერებას აგრძელებს. Crystalsport-ის ინფორმაციით საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე სერბი 27 წლის თავდამსხმელი ზორან მარუშიჩი შეუერთდება. 

მარუშიჩი სულ მალე გაივლის სამედიცინო შემოწმებას და გუნდს შეუერთდება. ოფიციალურად ჯერ არ დასტურდება, მაგრამ საუბარი 2 სეზონიან კონტრაქტს ეხება.

ცნობისთვის, ზორანი სხვადასხვა დროს სერბეთის და ბოსნიის ნაკრებში თამაშობდა. 2019 წლიდან კი ბელარუსს მიაშურა. 27 წლის თავდამსხმელის ბოლო კლუბი "ნემანი" გახლდათ, სადაც ქართველი 23 წლის მცველი გიორგი ქანთარიაც თამაშობდა.

აღსანიშნავია, რომ მარუშიჩმა თავის უკანასკნელ კლუბში 27 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ სერბ ფეხბურთელამდე "დინამომ" ლევან წოწონავა და ფაბიან სპორსკლედი დაიმატა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები