ჭკვიანი სიმეონე - ფეხბურთელები გაყინვისგან იხსნა
Aa
Aa

ჭკვიანი სიმეონე - ფეხბურთელები გაყინვისგან იხსნა

მადრიდის "ატლეტიკოს" სხვა გუნდებზე 3 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. გუშინ კი ერთ-ერთი გამოტოვებული შეხვედრა "სევილიას" წინააღმდეგ გამართა და 2:0 დაამარცხა. გოლები საულ ნიგესმა და ანხელ კორეამ გაიტანეს.

ცნობილია, რომ ესპანეთში დიდთოვლობაა და ამის გამო ძალიან ცივა. ბუნებრივია, ფეხბურთელები როდესაც სტადიონზე დარბიან არ სცივათ, მაგრამ რა უნდა ქნან იმათმა, რომლებიც სათადარიგოთა სკამზე სხედან? ასეთ ამინდში ერთ ადგილზე ჯდომა რთულია. სიმეონემ კი შესანიშნავ გამოსავალს მიაგნო.

ფეხბურთელებს სტადიონზე ტრენაჟორები გამოუტანა და იქვე ახლოს სპეციალისტს გამათბობელიც დაამონტაჟებინა. ამ სიტუაციის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. დიეგო სიმეონემ საკუთარი ფეხბურთელები "გაყინვისგან" იხსნა.

შეგახსენებთ, რომ "როხიბლანკომ" ამ გამარჯვებით მეორე ადგილზე მყოფ მადრიდის "რეალს" 4 ქულით გაასწრო, თუმცა რეზერვში კიდევ 2 მატჩი აქვს. იმ შემთხვევაში, თუ სიმეონეს ბიჭები ორივე თამაშს მოიგებენ სხვაობა 10 ქულამდე გაიზრდება. მომავალ შეხვედრას "ატლეტიკო" ლა ლიგაში 21 იანვარს სტუმრად "ეიბარის" წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები