Aa Aa
13 იანვარი 2021  |  00:46

გორგოძე: „რთული მდგომარეობა იყო, დიდია ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა ჩვენს განვითარებაში"

საქართველოს ნაკრების ლეგენდარულმა მორაგბემ, მამუკა გორგოძემ ტელეკომპანია „იმედთან“ კომენტარი გააკეთა და ქართული რაგბის განვითარებაში ბიძინა ივანიშვილის როლზე ისაუბრა.

„რაგბში ძალიან რთული მდგომარეობა იყო. მოვესწარი იმ პერიოდს, როდესაც „ქართუ“ რაგბის ოჯახის განვითარებაში ჩაერთო. ამაში კოლოსალური თანხებია ჩადებული.

როგორც მოქალაქემ, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ამ ქველმოქმედების ავტორს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. დიდი იყო მისი მხარდაჭერა ჩვენს განვითარებაში, ჩვენს წინსვლაში. ჩემი და სრულიად საქართველოს რაგბის ოჯახის სურვილი იქნება, რომ იგი ბოლომდე გვერდით ედგას ქართულ რაგბს.

შეგახსენებთ,რომ მამუკა გორგოძე საფრანგეთში „მონპელიესა“ და „ტულონში“ ასპარეზობდა, სადაც 270 შეხვედრა გამართა. ეროვნულ ნაკრებში კი გორგოძემ 75 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ბორჯღალოსნებთან ერთად 4 მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში