ქოჩორაშვილი სასტარტოში -
Aa
Aa

ქოჩორაშვილი სასტარტოში - "ლევანტე" შემდეგ ეტაპზე გავიდა

კოპა დელ რეიზი გიორგი ქოჩორაშვილმა მორიგი მატჩი  გამართა.

ქართველი ფეხბურთელი „ლევანტეს“ რიგებში პირველი წუთებიდან გამოჩნდა და შეუცვლელად ითამაშა.

სათასო შეხვედრაში კი ქოჩორაშვილის გუნდმა „პორტუგალეტე“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

"ლევანტეს" რიგებში თავი სერხიო ლეონმა გამოიჩინა,რომელმაც დუბლი შეასრულა. ხოლო მასპინძლების რიგებში გოლი მარიო მუსიმ გაიტანა.

შეგახსენებთ,რომ ქართველმა ფეხბურთელმა 16 დეკემბერს, ესპანეთის თასის შეხვედრაში სადებიუტო გოლის გატანა მოახერხა. ქოჩორაშვილმა „მურსიას“ კარი აიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები