გიორგი შერმადინი - 2020 წლის მეფე
Aa
Aa

გიორგი შერმადინი - 2020 წლის მეფე

ლიგა ენდესამ 2020 წელი შეაფასა და სხვადასხვა კატეგორიაში საუკეთესო სტატისტიკის მქონე კალათბურთელები დაასახელა. სტატიის სათაური ასეთია - „გიორგი შერმადინი, 2020 წლის მეფე“ და ეს შემთხვევითობას ნამდვილად არ წარმოადგენს.

ავტორის მიხედვით, შარშან გამართულ მატჩებში „შერმინატორის“ მიერ დაფიქსირებულმა სარგებლიანობის კოეფიციენტთა ჯამურმა რაოდენობამ 592-ს უწია და ეს ლიგა ენდესაში საუკეთესო შედეგი გახლდათ. გიომ იმ კალათბურთელებსაც გაუსწრო, რომლებმაც მასზე მეტი მატჩი ჩაატარეს. აღსანიშნავია, რომ მეორე ადგილზე ვალტერ ტავარესი - 579, ხოლო მესამეზე ნიკოლა მიროტიჩი - 547 იმყოფება.

სარგებლიანობის კოეფიციენტის გარდა, შერმადინი ქულებითაც გამოირჩა და 2020 წელს ლიგა ენდესას ეგიდით გამართულ მატჩებში 453 ქულა ჩააგდო, რაც ნიკოლა მიროტიჩთან ერთად საუკეთესო შედეგია.

სათქმელია ისიც, რომ მოხსნებში გიო მესამე პოზიციაზე იმყოფება - 185, ხოლო შერმადინთან ერთად საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი კალათბურთელი, თად მაკფადენიც გამოარჩიეს, რომელმაც 2020 წელს 63 სამქულიანი ჩააგდო და ამ მხრივ მხოლოდ ვიტორ ბენიტეს ჩამორჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები