ვარჯიში გაუქმდა - ბარსელონაში კორონავირუსის 2 შემთხვევა დაფიქსირდა
Aa
Aa

ვარჯიში გაუქმდა - ბარსელონაში კორონავირუსის 2 შემთხვევა დაფიქსირდა

"ბარსელონას" გარშემო პრობლემები არ წყდება. კატალონიური გრანდის ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, რომ სამწვრთნელო შტაბის ორ წევრს კორონავირუსი აქვს.

აქედან გამომდინარე, პირველი გუნდის ყველა ფეხბურთელი და სტაფის წევრი ტესტს ჩაიტარებს. დაფიქსირებული შემთხვევების გამო ბარსას დღევანდელი ვარჯიში გაუქმდა. ოთხშაბათს, 6 იანვარს "ბლაუგრანა" ბილბაოს "ატლეტიკს" ესტუმრება. 

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" მიმდინარე სეზონში არასახარბიელო შედეგები აქვს. 16 მატჩის შემდეგ რონალდ კუმანის გუნდს 28 ქულა აქვს და მე-5 ადგილზე იმყოფება. ბარსა ლიდერ "ატლეტიკოს" 10 ქულით ჩამორჩება, თანაც ეს იმის ფონზე, რომ "როხიბლანკოს" 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები