არაგონესის შემდეგ პირველი! - სიმეონეს 500 მატჩი დაუგროვდა
Aa
Aa

არაგონესის შემდეგ პირველი! - სიმეონეს 500 მატჩი დაუგროვდა

დასრულდა ლა ლიგის მორიგი ტურის მატჩი "ატლეტიკოსა" და "ხეტაფეს" შორის. "როხიბლანკომ" ლუის სუარესის ერთადერთი გოლის წყალობით მეტოქე მინიმალური სხვაობით დაამარცხა.

ხსენებული დაპირისპირება დიეგო სიმეონესთვის ისტორიული აღმოჩნდა, რადგან არგენტინელი "როხიბლანკოს" მეხუთასედ გაუძღვა.

დიეგო პაბლო სიმეონე მადრიდში 2011 წლის 23 დეკემბერს დაინიშნა. დებიუტი კი 2012 წლის 7 იანვარს "მალაგას" წინააღმდეგ ჰქონდა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. პირველი მოგება კი "ჩოლომ" მომდევნო ტურში "ვილიარეალის" წინააღმდეგ(3:0) შეძლო.

მადრიდის "ატლეტიკომ" დიეგოს ხელმძღვანელობით 301 მოგება დააფიქსირა, 118 მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო 81-ჯერ კი დამარცხდა. სიმეონეზე მეტჯერ "როხიბლანკოს" მხოლოდ ლუის არაგონესი გაუძღვა(612).

დიეგო სიმეონემ ამ პერიოდის განმავლობაში გუნდს 7 ტიტული მოაგებინა. ლა ლიგა, 2 ევროპის ლიგა, კოპა დელ რეი, 2 ევროპის სუპერ თასი და ერთი ესპანეთის სუპერ თასი. "ატლეტიკო" "ჩოლოს" ხელმძღვანელობით ორჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, თუმცა უშედეგოდ - თანაქალაქელმა "რეალმა" ორივეჯერ აჯობა.

ამჟამად კი მადრიდის "ატლეტიკო" ლა ლიგას 35 ქულით ლიდერობს. მომავალ მატჩს სიმეონეს შეგირდები 3 იანვარს "ალავესის" წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები