Aa
Aa

აბუსერიძე: "მზად ვარ, ყველასთან ვითანამშრომლო"

საქართველოს რაგბის კავშირის ახალმა პრეზიდენტმა, ირაკლი აბუსერიძემ, არჩევნების დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა.

CrystalSport-ის გუნდი საარჩევნო პროცესს დაესწრო და სიუჟეტი მოამზადა, რომელშიც აბუსერიძის კომენტარის მოსმენაც შეგიძლიათ.

ირაკლი აბუსერიძემ 43-დან 31 დელეგატის ხმა მიიღო და საპრეზიდენტო არჩევნებში გოჩა სვანიძესა და ბაჩო ხურციძეს აჯობა. იგი რაგბის კავშირს მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

აბუსერიძემ აქტიური სპორტული კარიერის შემდეგ პოლიტიკაში გადაინაცვლა და "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატის რანგში, მე-9 მოწვევის პარლამენტის (2016-2020 წ.) წევრი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები