Aa Aa
29 დეკემბერი 2020  |  13:30

ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოება - 2020 წლის ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველ წლიური დაჯილდოება GFF Awards მიმდინარე წელს პანდემიის და საკარანტინო რეგულაციების გამო, შეცვლილი ფორმატით გაიმართა.

2020 წლის რჩეულების გამოსავლენად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ასევე სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა.

2020 წლის საქართველოს ფუტსალის საუკეთესო მწვრთნელი - დავით ბობოხიძე

ნომინანტები: დავით ბობოხიძე (თსუ), ავთანდილ ასათიანი (საქართველოს ფუტსალის ნაკრები), ბესო ზოიძე (კპრფ, რუსეთი)

2020 წლის საქართველოს ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე - სიმი საიოტი

ნომინანტები: სიმი საიოტი (კპრფ, რუსეთი), არჩილ სებისკვერაძე (პეტროვი, ლატვია), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი, თბილისი)

2020 წლის ქალთა საუკეთესო მწვრთნელი - გიორგი ჩხაიძე (ქსკ ლანჩხუთი)

2020 წლის საუკეთესო მსაჯი - გიორგი კიკაჩეიშვილი

2020 წლის საუკეთესო გოლი - ხატია ჭყონია (ქსკ „ლანჩხუთი“)

მიმდინარე წლის საუკეთესო ქართული გოლი ღია გამოკითხვით შეირჩა. გულშემატკივართა ხმების უმეტესობა "ლანჩხუთის" თავდამსხმელის ხატია ჭყონიას გოლმა დაიმსახურა, რომელიც მან უეფას ჩემპიონთა ლიგაზე რუმინულ "კლუჟს" გაუტანა.


2020 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - ლუკა ლოჩოშვილი (ვოლსფბერგერი, ავსტრია)

2020 წლის საქართველოს საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - ხატია ჭყონია (ქსკ ლანჩხუთი)

ნომინანტები: ხატია ჭყონია (ქსკ ლანჩხუთი), ნინო პასიკაშვილი (სკ კვარტალი), თათია გაბუნია (ქსკ ლანჩხუთი)

2020 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი - ხვიჩა კვარაცხელია

ნომინანტები: ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი)

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში