შერმადინის ბრწყინვალე თამაში - MVP და ორმაგი დუბლი!
Aa
Aa

შერმადინის ბრწყინვალე თამაში - MVP და ორმაგი დუბლი!

ესპანეთის ACB ლიგის მე-16 ტურში გიორგი შერმადინის "ტენერიფე" "მორაბანკ ანდორას" დაუპირისპირდა და 93:81 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ "მორაბანკ ანდორა" ქართველი კალათბურთელის ყოფილი კლუბია.

გიორგის შესანიშნავი მატჩი ჰქონდა. შეხვედრის შემდეგ შერმადინი მატჩის MVP გახდა. ქართველმა პარკეტზე 25 წუთი და 46 წამი დაჰყო. ამ პერიოდში კი მან ორმაგი დუბლი მიითვალა. 17 ქულა, 11 მოხსნა, და 2 შედეგიანი პასი დააგროვა. 

შერმადინს მხარი მარსელო უერტასმა აუბა, რომელსაც ორმაგ დუბლამდე მხოლოდ 1 პასი დააკლდა. 19 ქულა და 9 შედეგიანი გადაცემა - ასეთია მარსელოს მონაგარი.

შეგახსენებთ, რომ "ტენერიფემ" სეზონში მე-13 მატჩი მოიგო. აღსანიშნავია, რომ მათ მხოლოდ 2 წაგება აქვთ და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფებიან. პირველ პოზიციაზე კი მადრიდის "რეალია".

მომდევნო მატჩს ვიდორეტას შეგირდები 29 დეკემბერს სტუმრად "ესტუდიანტესის" წინააღმდეგ გამართავენ. ცნობისთვის, "ესტუდიანტესი" ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფება და შერმადინის გუნდს კიდევ ერთი გამარჯვების კარგი შანსი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები