ბერიშვილის 8 სამქულიანი - ქართველი კალათბურთელი ყატარში შეუჩერებელია
Aa
Aa

ბერიშვილის 8 სამქულიანი - ქართველი კალათბურთელი ყატარში შეუჩერებელია

ყატარის საკალათბურთო ჩემპიონატში მიხეილ ბერიშვილმა მორიგი შედეგიანი მატჩი გამართა.

ეროვნული ნაკრების წევრმა 31 ქულა დააგროვა,აღსანიშნავია,რომ ბერიშვილმა 8 სამქულიანი ჩააგდო.

„ალ შამალმა“ კი სადაც ბერიშვილი ასპარეზობს „ალ რაიანი“ ანგარიშით 90:76 დაამარცხა.

ჩატარებული 5 ტურის შემდეგ ბერიშვილის გუნდი სატურნირო ცხრილში 9 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება.

მომდევნო ტურში „ალ შამალი“ 26 დეკემბერს  გათამაშების ლიდერს „ალ ვაკრაჰას“  დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები