მორიგი წარმატება - ნანა ძაგნიძე ევროპის საკლუბო თასის გამარჯვებულია
Aa
Aa

მორიგი წარმატება - ნანა ძაგნიძე ევროპის საკლუბო თასის გამარჯვებულია

ნანა ძაგნიძე ევროპის საკლუბო თასის გამარჯვებულია. 19-22 დეკემბერს გამართულ, ქალ მოჭადრაკეთა საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა მონაკოს საჭადრაკო კლუბი ‘Cercle d'Echecs de Monte-Carlo’, რომლის შემადგენლობაშიც წარმატებით ითამაშა საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერმა, ნანა ძაგნიძემ.

ძაგნიძემ ტიტულოვანი მოჭადრაკეებით დაკომპლექტებული „მონტე-კარლოს“ წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და 14 შესაძლებლობიდან 9 ქულა მოიპოვა.

ევროპის საკლუბო ჩემპიონატი, რომელშიც 10 გუნდი მონაწილეობდა, პანდემიის გამო ონლაინ ფორმატში ჩატარდა.

მონეგასკურმა საჭადრაკო კლუბმა 14 ქულა დააგროვა და ჩემპიონატი დამაჯერებლად მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები