Aa Aa
20 დეკემბერი 2020  |  15:28

ცხადაძე: "დარწმუნებული ვარ ახალი მთავარი მწვრთნელი უცხოელი იქნება"

საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ გადაცემაში ''სპორტი იმედზე'' ქართულ ფეხბურთზე, საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და ჯანო ანანიძის შესახებ ისაუბრა.

კახა ცხადაძე: ''მაკედონიასთან მატჩში ბევრი კრეატიული ფეხბურთელი გვაკლდა. ამ თემაზე ბევრს ვსაუბრობთ, მაგრამ ცოტას ვლაპარაკობთ ჯანო ანანიძის შესახებ. მე ვთვლი, რომ ჯანო ყველაზე დიდი დანაკლისი იყო. მას შეუძლია ბოლო პასის გაკეთება, მაგრამ როცა გუნდი ერთი ფეხბურთელის დრიბლინგზეა დამოკიდებული, ეს ნიშნავს, რომ პრობლემები არსებობს. როცა პოზიციური შეტევა მიდის, მნიშვნელოვანია ისეთი კრეატიული ფეხბურთელის ყოფნა, როგორიც ჯანო ანანიძეა. ჩემი გადმოსახედიდან ასეა.

ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ დიდ ფეხბურთში დაბრუნდეს. ახლა რომ კლუბში ვმუშაობდე, მას აუცილებლად მივიწვევდი. მთავარია, რომ ჯანმრთელობამ არ შეაწუხოს.

მეტოქეს როგორც საქართველოს ნაკრები, ასევე მაკედონია სწავლობდა. ჩვენ ვნახეთ, რომ ოქრიაშვილს ფლანგზე თამაშის საშუალებას არ აძლევდნენ, ბურთს ცენტრთან ახლოს იღებდა და იქიდან უწევდა ინდივიდუალური თამაშის დაწყება, მაგრამ 5 და 6 კაცის მოტყუება ხომ ძალიან რთულია''.

ცხადაძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობა ფაქტობრივად გამორიცხა: ''დარწმუნებული ვარ ახალი მთავარი მწვრთნელი უცხოელი იქნება. როგორც გაჟღერდა და როგორც მე გავიგე, მას მიეცემა დრო ვითარებაში კარგად გაერკვეს, ფეხბურთელები შეისწავლოს. მას ურთულესი მატჩები ელის შვედეთთან და ესპანეთთან''.

''მანჩესტერ სიტის'' ყოფილმა მცველმა ბავშვთა ფეხბურთისა და ქართული კლუბების შესახებაც ისაუბრა: ''ჩემი შვილიშვილი დადის ფეხბურთზე, ვესწრები ვარჯიშებს და ვხედავ, რომ მწვრთნელთა დონე ამაღლდა, სწორი მიმართულებით მუშაობენ, მაგრამ უმჯობესი იქნება თუ პატარა სკოლებს მინდვრებით დავეხმარებით, თბილისში მინდვრების პრობლემაა, კიდევ მეტია გასაკეთებელი''.

საქართველოში ადგილობრივი ფეხბურთელების პრობლემა არაა. ამ კუთხით აზერბაიჯანელები ვერ შეგვედრებიან, მაგრამ მაგალითად ''ყარაბაღში'' ძალიან ძლიერ ლეგიონერებს იმატებენ, რაც ევროპულ წარმატებას განაპირობებს.

დღეს საქართველოში ძლიერი მწვრთნელები არიან, თუმცა სპორტული დირექტორების, მენეჯერების პრობლემაა. ამ მხრივ განათლება და განვითარება აუცილებელია.''

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში