ამჯერად ორციფრიანი სხვაობით - ლანჩხუთი როზენგარდთან 10:0 დამარცხდა
Aa
Aa

ამჯერად ორციფრიანი სხვაობით - ლანჩხუთი როზენგარდთან 10:0 დამარცხდა

დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მატჩი "როზენგარდსა" და "ლანჩხუთს" შორის. შვედურმა გუნდმა გურულებს 10 უპასუხო გოლი გაუტანა. შეხვედრის პირველი ნახევარი 5:0 დასრულდა. მეორე ტაიმშიც ამავე რაოდენობის გოლები გავიდა და ორი მატჩის ჯამში შვედებმა 17:0 გაიმარჯვეს. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი თბილისში 7:0 დასრულდა.

საწმხარუოდ გიორგი ჩხაიძის შეგირდებმა მეტოქის კარისკენ ერთხელაც ვერ დაარტყეს და ერთი კუთხურიც ვერ ჩააწოდეს. "როზენგარდის" მხრიდან ყველაზე შედეგიანი შვედი ელენა ჩანკოვიჩი იყო, რომელმაც ჰეთ-თრიკის შესრულება შეძლო. დუბლი გაიფორმეს ანა ანვეგარდმა და სანე ტროელსგაარდმა.

ჯამში შვედებმა კარის მიმართლებით 56-ჯერ დაარტყეს, აქედან ზუსტად 28-ჯერ, 17 ბურთი კარს აცდა, ხოლო 11 კი მცველებმა დაბლოკეს. აღსანიშნავია, რომ თათია გაბუნიამ 10 გაშვებული გოლის მიუხედავად 18 ბურთის მოგერიება შეძლო.

შეგახსენებთ, რომ „ლანჩხუთმა“ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახური „ოქჟეტპესი“ და რუმინული „ოლიმპია კლუჟი“ დაამარცხა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში გახდა პირველი გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები