საუკუნის გოლის მსგავსი - მარადონას უცნობი შედევრი
Aa
Aa

საუკუნის გოლის მსგავსი - მარადონას უცნობი შედევრი

მარადონა - მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო გოლის ავტორი, თუმცა მექსიკაში გამართულ მუნდიალამდე 6 წლით ადრე, კოლუმბიაში ჩატარებულ ამხანაგურ ტურნირზე დიეგომ არანაკლები სილამაზის ბურთი შეაგდო.

1980 წელი თებერვალი - მარადონა 19 წლისაა. დიეგო „არგენტინოს ხუნიორსთან“ ერთად კოლუმბიაში ჩადის და ადგილობრივ კლუბს, „დეპორტივო პერეირას“ უპირისპირდება. შეხვედრა ფრედ ანგარიშით 4:4 დასრულდა, პენალტების სერიაში კი კოლუმბიელებმა იმარჯვეს. უხვგოლიანი მატჩის მიუხედავად, დიეგოს შედევრმა ყველაფერი გადაფარა.

ხულიო ფერერას წიგნში “D10: ხედვები და მითები მარადონაზე“ ისტორიული გოლზე „არგენტინოსის“ მწვრთნელი, მიგელ ანხელ ლოპესი და დიეგოს თანაგუნდელი, ადრიან დომენიკი საუბრობენ.

„1980 წელს, ვნახე ლეგენდარული გოლი, რომელიც დიეგოს მიერ ინგლისის ნაკრებში გატანილი გოლის მსგავსია. კოლუმბიაში გამართულ ტურნირზე მარადონამ ყველა გააოცა. „პერეირასთან“ მატჩში დიეგოს ფეხის თითი გაუსივდა. ის სისხლიანი ძეხვივით გამოიყურებოდა და ასეთ მდგომარეობაში თამაში შეუძლებელი იყო, მაგრამ დიეგომ 3 ბურთი შეაგდო. მეორე ტაიმში კი, როცა ანგარიში 2:3 იყო, შედევრი შექმნა,“ - იხსენებს ლოპესი

რა თქმა უნდა ის შედევრი კარგად მახსოვს. ძალიან ცუდი მსაჯობა იყო. ყველაფერს კოლუმბიელების სასარგებლოდ ნიშნავდნენ. დიეგო ამაზე ძალიან გაბრაზდა და მთელი აგრესია გატანილ გოლში ჩადო, როცა მეკარის ჩათვლით მთელი გუნდი მოატყუა,“- ყვება დომენიკი

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გატანილ გოლს ამხანაგურ ტურნირზე შეგდებულ ბურთს ვერ შევადარებთ, მაგრამ, მაგრამ ფაქტია, რომ დიეგო „საუკუნის გოლისთვის“ ემზადებოდა.

სამწუხაროდ უკეთესი ხარისხის ვიდეოები არ იძებნება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები