დები, კანონიერი და უკანონო შვილები: ტაციაობა მარადონას ქონებაზე
Aa
Aa

დები, კანონიერი და უკანონო შვილები: ტაციაობა მარადონას ქონებაზე

დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალებამ მთელი მსოფლიო შეძრა. საფეხბურთო სამყარო ფეხბურთის „ღმერთს“ გამოეთხოვა, დაიღვარა ბევრი ცრემლი, ბევრი ემოციური განცხადება გაკეთდა და ბევრი ღირსეული ნაბიჯიც გადაიდგა, ამჯერად კი დიეგოს ქონების განაწილების დრო დადგა და როგორც ჩანს, მისი მემკვიდრეები ერთმანეთს არაფერს უთმობენ - ნამდვილი ტაციაობა ატყდა.

The Sun-ის ცნობით, მარადონას ქონების ხელში ჩასაგდებად, დიეგოს ოჯახის წევრებმა ნამდვილი ომი დაიწყეს.

წყაროს თანახმად, მარადონას ქონება 37 მილიონ ფუნტად არის შეფასებული და მის მისაღებად პრეტენზია ერთბაშად 16 ადამიანს აქვს - 5 კანონიერი შვილი, 7 უკანონო შვილი და 5-დან 4 და.

როგორც ირკვევა, მარადონამ 2012 წელს ანდერძი შეადგინა, თუმცა შემდეგ ის გააუქმა. მისი ფინანსური აქტივები შვეიცარიაში, დუბაიში და ბუენოს-აირესშია შენახული.

არგენტინული კანონდებლობის თანახმად, ამჟამინდელი ვითარების გათვალისწინებით შვილებისთვის მემკვიდრეობის ჩამორთმევა არ შეიძლება. ქონება ყველამ თანაბრად უნდა მიიღოს.

ჯერჯერობით უცნობია როგორ განვითარდება მოვლენები. სავარაუდოდ ყველა მათგანი საქმეს ადვოკატებთან დაიჭერს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონს 24 ნოემბრის საღამოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა, რის გამოც მის სახლთან არაერთი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადა იყო მობილიზებული. სამწუხაროდ 25 ნოემბერს ფეხბურთის „ღმერთი“ 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები