ლოჩოშვილის წვლილი დიდია - ვოლფსბერგერი ჯგუფიდან გავიდა
Aa
Aa

ლოჩოშვილის წვლილი დიდია - ვოლფსბერგერი ჯგუფიდან გავიდა

დასრულდა მიმდინარე სეზონის ევროპის ლიგის უკანასკნელი ტური. "ვოლფსბერგერმა" "ფეინოორდს" უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი დეიან იოველიჩმა 31-ე წუთზე გაიტანა.

ამ გამარჯვებით ავსტრიული კლუბი ჯგუფიდან გავიდა. აღსანიშნავნია, რომ ლოჩოშვილმა გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა მინდორზე 90 წუთი დაჰყო და დაცვაში კარგად იასპარეზა. ლუკამ ნიდერლანდელებს არაფრის გაკეთების საშუალება არ მისცა. ნიშანდობლივია, რომ "ვოლფსბერგერმა" "ფეინოორდი" ზედიზედ მეორედ დაამარცხა.

პირველი შეხვედრა ბელგიელებმა სტუმრად დიდი ანგარიშით 4:1 მოიგეს. იმ შეხვედრაშიც ლოჩოშვილი მთელი მატჩის განმავლობაში მოედანზე იყო და მეტოქე გუნდს სახიფათო მომენტების შექმნის საშუალებას არ აძლევდა.

"ვოლფსბერგერმა" ევროპის ლიგის K ჯგუფში 10 ქულა დააგროვა. 3 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება - ასეთია ავსტრიელების მონაგარი. ჯგუფში პირველი ადგილი ზაგრების "დინამომ" 14 ქულით დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ცენტრალური მცველი ავსტრიულ კლუბში მიმდინარე წლის ზაფხულიდან ასპარეზობს. ქართველი ფეხბურთელი "ვოლფსბერგერის" ძირითადი შემადგენლობის წევრად ითვლება და გუნდში მასზე დიდ იმედებს ამყარებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები