Aa Aa
8 დეკემბერი 2020  |  00:22

„კარგი დაცვა ჰყავთ, მაგრამ შეტევაში უჭირთ" - AS საქართველოს ნაკრებზე წერს

გავლენიანმა ესპანურმა გამოცემა AS-მა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის კენჭისყრის შედეგები შეაფასა და სტატიაში „ფურია როხას“ მეტოქეებზე ისაუბრა.

„ესპანეთს სამოყვარულო დონის ნაკრები არ შეხვედრია, მაგრამ ყველა მეტოქე ლუის ენრიკეს გუნდზე დაბალი დონისაა. კოსოვო მე-5 კალათაში ყველაზე ძლიერი გუნდი იყო და ეს ჯგუფის დონეს მაღლა წევს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, ესპანეთს ბალკანელებთან პრობლემები შეექმნას".

საქართველო - ცუდი მოგონება

„საქართველოსა და ესპანეთს შორის გამართული ბოლო შეხვედრა კავკასიელთა გამარჯვებით დასრულდა. ახალი ციკლის დაწყებისას ქართველებს ვლადიმირ ვაისი წვრთნიდა, რომელმაც მაკედონიასთან განცდილი მარცხის შემდეგ პოსტი დატოვა.

საქართველოს ნაკრებს მაღალი დონის უკანა ხაზი ჰყავს რამდენიმე ძლიერი ცენტრალური მცველით. მაგ: ხოჭოლავა, კვერკველია და დვალი. შეტევას რაც შეეხება, აქ გუნდს პრობლემები აქვს, თუმცა 19 წლის ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას პროგრესი გარკვეული აღფრთოვანების საბაბს იძლევა. რუბინის გარემარბმა საქართველოს ნაკრების მაისურით ჩატარებულ ბოლო შეხვედრებში გუნდს ულიდერა და შეტევაში რაღაც განსაკუთრებულს სწორედ ხვიჩა და თორნიკე ოქრიაშვილი ქმნიან", - წერს AS.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები ჯგუფში საქართველოსთან, საბერძნეთთან, შვედეთთან და კოსოვოსთან ერთად მოხვდა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში