Aa Aa
4 დეკემბერი 2020  |  14:04

შესარჩევი ეტაპი - ფუტსალის ნაკრები საფრანგეთთან მატჩისთვის ემზადება

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მატჩისთვის ემზადება. ავთანდილ ასათიანის გუნდმა წლის ბოლო შეხვედრისთვის საწვრთნელი პროცესი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 2 დეკემბერს დაიწყო. ამ დროისთვის ჩვენი გუნდი დედაქალაქში არასრული შემადგენლობით შეიკრიბა. რამდენიმე ლეგიონერი საქართველოს ნაკრებს საფრანგეთი-საქართველოს მატჩის მასპინძელ ქალაქში, პარიზში 6 დეკემბერს შუერთდება. საფრანგეთისა და საქართველოს ფუტსალის ნაკრებთა შეხვედრა 8 დეკემბერს, თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.

ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში მატჩები მიმდინარე წლის დეკემბრიდან 2021 წლის აპრილის ჩათვლით გაიმართება. ჩვენი ნაკრები სულ ექვს შეხვედრას ჩაატარებს, ავთანდილ ასათიანის გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპზე საფრანგეთის, რუსეთისა და ბულგარეთი/სომხეთის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება. შეხვედრები სახლი/გასვლის პრინციპით ჩატარდება.

ევროპის ჩემპიონატის საგზურს საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის რვა გამარჯვებული და საუკეთესო ექვსი მეორეადგილზე გასული გუნდი მიიღებს. კიდევ ერთი საგზურის მფლობელის ვინაობა ჯგუფებში მეორე ადგილზე გასულ ორ ნაკრებს შორის პლეი-ოფის გათამაშებაში გაირკვევა. ფუტსალში ევრო 2022 ნიდერლანდებში გაიმართება.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომი-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (თსუ,თბილისი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი)

წინა ხაზი: ირაკლი თოდუა (თელასი, თბილისი), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი), ვახტანგ კეკელია (თელასი,თბილისი), ჯანიკო გიორგაია (თელასი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ფ.კ.პეტროვ, ლატვია), სიმი საიოტი (კპრფ, რუსეთი), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი,თბილისი), გიორგი ღავთაძე (კავკასიის უნივერსიტეტი, თბილისი), თეიმურაზ ექიზაშვილი (თელასი,თბილისი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო,პორტუგალია), რონინიო (ხერსონი, უკრაინა)

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში