პარედესი:
Aa
Aa

პარედესი: "პსჟ-ში მესის ხილვა ყველას გვინდა"

არგენტინის ნაკრებისა და "პარი სენ ჟერმენის" ნახევარმცველმა ლეანდრო პარედესმა ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ, სადაც პსჟ "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდა ESPN-თან ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.

"მესი პსჟ-ში? შესანიშნავი იქნებოდა. ჩვენ ყველას გვინდა მისი ხილვა, მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტია. შესანიშნავი და ძლიერი შემადგენლობა გვყავს. პარიზში საოცარი ფეხბურთელები თამაშობენ.

როგორც უკვე გითხარით, იმედი მაქვს ლეო საუკეთესო გადაწყვეტილებას მიიღებს. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მას ფართოდ გაშლილი ხელებით შევხვდებით." - განაცხადა პარედესმა

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის დასაწყისში მესი "ბარსელონას" დატოვებას აპირებდა. არგენტინელ სუპერვარსკვლავს კი ყველაზე მეტად "მანჩესტერ სიტის" და "პარი სენ ჟერმენს" უკავშირებდნენ. საბოლოოდ ლეო გუნდში დარჩა და "ბარსელონასთვის" იბრძვის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები