ზაფხულში ბარსელონას მთავარი სამიზნე ჰოლანდი იქნება
Aa
Aa

ზაფხულში ბარსელონას მთავარი სამიზნე ჰოლანდი იქნება

ესპანური მედია საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. მინო რაიოლას ტელეფონზე ზარები არ წყდება. იტალიელ აგენტს "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატები ურეკავენ, რათა მათი არჩევის შემთხვევაში ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერი წინასწარ შეათანხმონ.

ინფორმაციაზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ ნორვეგიელ ფეხბურთელში 70 მილიონ ევროს და დამატებით 20 მილიონს ბონუსის სახით იხდიან.

ამჟამად თავად ერლინგს "დორტმუნდთან" კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშრებს, მაგრამ მისი გამოსასყიდი თანხა, რომელიც 90 მილიონ ევროს შეადგენს 2021 წელს ამოქმედდება.

ნორვეგიელი ფეხბურთელით "ბარსელონას" გარდა სხვა კლუბებიც ინტერესდებიან. ჰოლანდს ხშირად მადრიდის "რეალსაც" უკავშირებენ.

შეგახსენებთ, რომ ხოსეპ ბარტომეუს გადადგომის შემდეგ "ბლაუგრანას" პრეზიდენტობისთვის რამდენიმე კანდიდატი იბრძვის, მათ შორის ხუან ლაპორტა, ტონი ფრეიშა და ვიქტორ ფონტი.

იმასაც გეტყვით, რომ ერლინგ ჰოლანდი "დორტმუნდში" 2020 წლის ზამთარში გადავიდა და მას შემდეგ საოცარ ფეხბურთს თამაშობს. ნორვეგიელმა შემტევმა ჩემპიონთა ლიგის რეკორდიც კი დაამყარა. ჰოლანდი გახდა ყველა სწრაფი ფეხბურთელი, ვინც 12 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 15 გოლი გაიტანა.

ჯამში კი ერლინგს ლიგაზე 16 გოლი აქვს გატანილი. საერთო ჯამში მან "ბორუსიას" ფორმა დღემდე 31-ჯერ მოირგო და მეტოქის კარის ბადე 33-ჯერ შეარხია.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ჰოლანდი 2020 წლის GOLDEN BOY გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები