როცა უნდა მაშინ ისვენებს? - რონალდუს იტალიაში აკრიტიკებენ
Aa
Aa

როცა უნდა მაშინ ისვენებს? - რონალდუს იტალიაში აკრიტიკებენ

იტალიაში კრიშტიანუ რონალდუს შესახებ არასასიამოვნო ინფორმაცია ვრცელდება. Corriere della Sera იუწყება, რომ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავს, როცა უნდა მაშინ ისვენებს და თამაშებს ტოვებს.

რონალდუმ "ბებერ ქალბატონთან" ერთად სერია ა-ს ბოლო მატჩი არ ითამაშა, სადაც იუვე "ბენევენტოს" ეწვია და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ტურინელებმა მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს და ახლა პირლოს გუნდი ლიდერ "მილანს" 6 ქულით ჩამორჩება.

იტალიაში რონალდუს მოქმედებაზე ბევრს საუბრობენ. Corriere della Sera ამტკიცებს, რომ ეს საკითხი, რაც შეიძლება მალე უნდა გამოიძიონ, რათა მომავალში პრობლემები არ შეიქმნას. იტალიაში თვლიან, რომ არავინ არის ისეთი პრიორიტეტული, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებდეს. 

ამ ყველაფრის მიუხედავად, მიმდინარე სეზონში რონალდუ გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. პორტუგალიელის ანგარიშზე 7 ჩატარებულ შეხვედრაში 9 გატანილი გოლია.

"იუვენტუსი" კი სერია ა-ს ცხრილში 17 ქულით მე-4 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს პირლოს შეგირდები 5 დეკემბერს შინ "ტორინოს" წინააღმდეგ გამართავენ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები