„ეს ბიჭი თქვენთვის არაა“ - კვარაცხელიას გადაბირებით MLS-ის კლუბი ინტერესდებოდა
Aa
Aa

„ეს ბიჭი თქვენთვის არაა“ - კვარაცხელიას გადაბირებით MLS-ის კლუბი ინტერესდებოდა

საფეხბურთო სკაუტმა, ალექსანდრ ტილმანმა metaratings.ru-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც სხვადასხვა საკითხთან ერთად „რუბინის“ ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.

ტილმანმა ქართველ გარემარბთან დაკავშირებით საინტერესო ისტორია გაიხსენა და განაცხადა, რომ მისი გადაბირებით MLS-ის წარმომადგენელი „ორლანდო“ ინტერესდებოდა.

„დაახლოებით ერთი წლის წინ, ორლანდოს სკაუტმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ რამდენიმე შეკითხვა დამისვა. ამერიკული კლუბი ახალ ბაზრებს სწავლობდა და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებსაც აკვირდებოდა. ორლანდოს სკაუტს ასე ვუპასუხე: „ეს ბიჭი თქვენთვის არაა. რატომ? იმიტომ, რომ ხვიჩა დიდი ევროპული კლუბისთვისაა“.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერ ლიგაში 14 მატჩი აქვს ჩატარებული. ქართველი ფეხბურთელი „რუბინის“ ერთ-ერთი ლიდერია და მის ანგარიშზე 2 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები