TOP 10: ქეცბაიას გასროლა, კლუივერტის და შირერის გოლები
Aa
Aa

TOP 10: ქეცბაიას გასროლა, კლუივერტის და შირერის გოლები

''ნიუკასლის'' ოფიციალურმა ვებგვერდმა ''კრისტალ პალასის'' კარში გატანილი გოლების საუკეთესო ათეული შეადგინა. მათ შორის მოხვდა ქართველი ფორვარდის, თემურ ქეცბაიას გოლი, რომელიც მან აღნიშნულ კლუბს 1997 წლის 29 ნოემბერს შეუგდო. 

1997-98 წლების სეზონის პრემიერ ლიგის მე-16 ტურის მატჩში ''კრისტალ პალასი'' კენი დალგლიშის ''ნიუკასლთან'' 1:2 დამარცხდა. თემურ ქეცბაიას გოლის გარდა დანიელმა იონ დალ ტომასონმაც გაიტანა, რომელსაც ასისტენტობა ქართველმა გაუწია.

1997-98 წლების სეზონი ქეცბაიასთვის ბრიტანულ კარიერაში სადებიუტო იყო, 1997 წლის ზაფხულში ათენის აეკ-ი დატოვა და ''კაჭკაჭების'' რიგებში სამი სეზონი გაატარა.

ქეცბაიას გარდა ათეულში ალან შირერის, პატრიკ კლუივერტის, კრეიგ ბელამის და თაუნსენდის გოლებიც მოხვდნენ. ათეულიდან ყველაზე ლამაზი კლუივერტის მიერ ქუსლით გატანილი გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები