რა უთხრა მორატამ მსაჯს? - საფინალო სასტვენის შემდეგ ესპანელი გააძევეს
Aa
Aa

რა უთხრა მორატამ მსაჯს? - საფინალო სასტვენის შემდეგ ესპანელი გააძევეს

სერია ა-ს მორიგ ტურში "ბენევენტომ" "იუვენტუსს" უმასპინძლა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და ტურინელებმა მორიგი ქულები დაკარგეს. 

საფინალო სასტვენის შემდეგ მატჩის მთავარმა არბიტრმა მინდვრიდან ალვარო მორატა გააძევა. იმ მომენტში ვერავინ მიხვდა, თუ რატომ მოიქცა მსაჯი ასე. მოგვიანებით სპორტულმა გამოცემა Sky Sports-მა ესპანელი თავდამსხმელის სიტყვები გაშიფრა და ახსნა წითელი ბარათის ჩვენების მიზეზი.

მთელი მატჩის განმავლობაში "ბენევენტოს" ფეხბურთელები მორატას გამორჩეულად ეუხეშებოდნენ. შეხვედრის მიწურულს კი ესპანელი საჯარიმოში წააქციეს და 28 წლის თავდამსხმელი პენალტის დანიშვნას ითხოვდა. მსაჯმა კი მისი მოთხოვნა არაფრად ჩააგდო და თამაში დაამთავრა.

ვიდეოში ნათლად ჩანს მასპინძელთა უხეშობა და მორატას გაძევების ეპიზოდი. Sky Sports-ის თანახმად ალვარომ მსაჯს შემდეგი რამ მიაძახა - "ეს სამარცხვინო გადაწყვეტილებაა"

ფაბრიციო პასკუამ მორატას ეს ნათქვამი არ აპატია და პირდაპირ წითელი ბარათი აუფრიალა. ინფორმაციაზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ შესაძლოა მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი 1 მატჩიანი დისკვალიფიკაციითაც კი დაისაჯოს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ტურინის "იუვენტუსი" სერია ა-ში 9 ტურის შემდეგ 17 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფება. მომავალ მატჩს "ბებერი ქალბატონი" 5 დეკემბერს "ტორინოს" წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები