Aa Aa
29 ნოემბერი 2020  |  16:43

კოუტინიო: "ბაიერნს ყოველთვის დავაფასებ, ახლა ლიგის მოგება ბარსელონაში მინდა"

ფელიპე კოუტინიომ „ბაიერნში“ გატარებულ დროზე და „ბარსელონაში“ თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„მიუნხენში ყოფნისას სამი თასის მოგება შევძელი, მათ შორის ბუნდესლიგისა და ჩემპიონთა ლიგის, ამიტომ არ მგონია, რომ „ბაიერნში“ გატარებულ დროს წარმატებულის გარდა რა შეიძლება ვუწოდო.

ჩემპიონთა ლიგის მოგება ყოველთვის ჩემი მიზანი იყო და „ბაიერნთან“ ერთად ამის გაკეთება დიდი პატივი გახლდათ, ამჯერად მსურს, რომ იგივე „ბარსელონასთან“ ერთად გავაკეთო.

„რეკორდმაისტერში“ გატარებული დრო არასდროს დამავიწყდება და ამას ყოველთვის დავაფასებ, მაგრამ ახლა „ბარსელონაში“ დავბრუნდი, კონცენტრირებული მთლიანად გუნდზე და მის შედეგებზე ვარ“. - აღნიშნა კოუტინიომ World Soccer-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ კოუტინიოს შესახებ გასულ დღეებში გავრცელდა ცნობა, რომ „ბარსელონა“ ზამთარში მას გაყიდდა, რადგან კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს და მათ მოსაგვარებლად ვინმეს გასხვისება იქნებოდა აუცილებელი, თუმცა ბრაზილიელის აგენტმა ჯია ჯორაბჩიანმა ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ მისი კლიენტი სეზონს „კამპ ნოუზე“ დაასრულებს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში