Aa Aa
24 ნოემბერი 2020  |  15:00

ჩემპიონთა ლიგის წილისყრა - ლანჩხუთის მეტოქე ცნობილია!

2019 წლის საქართველოს ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული, „ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს.

უეფას შტაბ-ბინაში ტურნირის 1/32 ფინალური სტადიის წილისყრა გაიმართა და გურულთა მეტოქეც გაირკვა. ისინი შვედურ "როზენგარდს" დაუპირისპირდებიან.

პირველი შეხვედრა საქართველოში 9 ან 10 დეკემბერს ჩატარდება, ხოლო განმეორებითი მატჩი შვედეთში 15 ან 16 დეკემბერს.

"როზენგარდი" შვედეთის ყველაზე ტიტულოვანი გუნდია და ქვეყნის ჩემპიონობა 11-ჯერ აქვს მოპოვებული. მალმიოს წარმომადგენელი კლუბი ჩემპიონთა ლიგის სტაბილური მონაწილე და უაღრესად გამოცდილი კოლექტივია.

შეგახსენებთ, რომ „ლანჩხუთმა“ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახური „ოქჟეტპესი“ და რუმინული „ოლიმპია კლუჟი“ დაამარცხა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში გახდა პირველი გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში