Aa
Aa

"ენერგიის შენარჩუნება აუცილებელია" - სიმეონეს მატჩისშემდგომი კომენტარი

ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის "ატლეტიკომ" "ბარსელონას" უმასპინძლა. "როხიბლანკომ" მინიმალური სხვაობით 1:0 გაიმარჯვა. შეხვედრის შემდეგ დიეგო სიმეონემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ამჟამად გუნდი ძალიან კარგად თამაშობს. ამას მე იშვიათად ვამბობ, მაგრამ ყოველთვის ვამატებ, რომ მუშაობის გაგრძელება აუცილებელია. ფეხბურთელები გუნდისთვის და ერთმანეთისთვის ყველაფერს აკეთებენ.

ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ის ენერგია რაც ეხლა გვაქვს, რადგან ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე მნიშვნელოვანი მატჩი გველის. გამარჯვება აუცილებლად საჭიროა.

როდესაც ჩემს იდეებს ფეხბურთელები სავარჯიშო მოედანზე ასრულებენ და შემდეგ ამას მატჩში ანხორცილებენ საოცარი შეგრძნებაა. დიდი მადლობა ბიჭებს, მათ გამარჯვება დაიმსახურეს." - განაცხადა სიმეონემ

შეგახსენებთ, რომ "ატლეტიკო" ჩემპიონთა ლიგაზე მოსკოვის "ლოკომოტივს" უმასპინძლებს, ხოლო ლა ლიგაში 28 ნოემბერს "ვალენსიას" ესტუმრება. ამ მომენტისთვის სიმეონეს გუნდი ცხრილში 20 ქულით "რეალ სოსიედადთან" ერთად 1-2 ადგილს იყოფს, თუმცა "როხიბლანკოს" 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები