Aa Aa
21 ნოემბერი 2020  |  21:55

"სიმბოლურია, რომ გახსნით მატჩში გავიმარჯვეთ" - გია გეგუჩაძის კომენტარი

დასრულდა Crystalbet ეროვნული ლიგის მე-14 ტურის შეხვედრა ბათუმის "დინამოსა" და გორის "დილას" შორის. მასპინძლებმა მინამალური სხვაობით 1:0 გაიმარჯვეს. შეხვედრის შემდეგ აჭარელთა მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ კომენტარი გააკეთა.

"გილოცავთ ყველას ახალი სტადიონის გახსნას. ეს იყო პირველი მატჩი ამ სტადიონზე და ვფიქრობ ეს სასიხარულო ამბავია. სიმბოლურია, რომ გახსნით მატჩში ჩვენ გავიმარჯვეთ. რაც შეეხება მატჩს ძალიან დაძაბული და რთული გამოდგა.

დიდი ხნის განმავლობაში ვფლობდით უპირატესობას, მაგრამ ჩვენი ლეგიონერის გაძევების შემდეგ ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. მიუხედავად ამისა, მაინც გავიმარჯვეთ და ეს მე ძალიან მახარებს. მინდა მივულოცო გულშემატკივრებს და ზოგადად ყველა იმ ადამიანს ვისაც ჩვენი წარმატება გაუხარდა." - განაცხადა გეგუჩაძემ

შეგახსენებთ, რომ აჭარელები ამჟამად სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფებიან და ლიდერ თბილისის "დინამოს" 2 ქულით ჩამორჩებიან. მომდევნო შეხვედრას გია გეგუჩაძის შეგირდები კვლავ სახლში ჩაატარებენ. ამჯერად ბათუმს 26 ნოემბერს თბილისის "ლოკომოტივი" ესტუმრება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში