ტრაგედია ბრაზილიურ ფეხბურთში: საფეხბურთო კლუბ "შაპეკოენსეს" თვითმფრინავმა კატასფროფა განიცადა!
დღეს გამთენიისას ბრაზილიური საფეხბურთო კლუბი, "შაპეკოენსე" "კოპა სუდამერიკანას" მატჩისათვის კოლუმბიაში მიემგზავრებოდა, როცა მისმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, შედეგად მსოფლიო ფეხბურთში კიდევ ერთი უდიდესი ტრაგედია დატრიალდა.
ბორტზე მყოფი 81 მგზავრიდან, 76 გარდაიცვალა, რომელთაგანაც 20 ფეხბურთელი იყო, ხოლო 21 ჟურნალისტი.
ავარიის შემდეგ სულ 6 ადამიანი გადარჩა, თუმცა ერთი მათგანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ავიაკატასტროფის მიზეზად უამინდობასთან ერთად, საწვავის ნაკლებობა სახელდება.
ტრაგედიას მხოლოდ 6 ადამიანის სიცოცხლე გადაურჩა, რომელთაგანაც 3 ხსენებული საფეხბურთო კლუბის მოთამაშე გახლდათ, თუმცა ერთ-ერთი მათგანი, მეკარე დანილო, რამდენიმე საათის წინ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
1973 წელს დაარსებულ "შაპეკოენსეს", რომელიც ბრაზილიის სერია ა-ში გამოდიოდა და აქამდე მასშტაბური ტიტული არ ჰქონდა მოგებული, ისტორიული მომენტი ედგა, რადგანაც "კოპა სუდამერიკანას" ფინალური შეხვედრები უნდა ეთამაშა.
გადამწყვეტ დაპირისპირებაში მისი მეტოქე კოლუმბიური "ატლეტიკო ნასიონალი" გახლდათ.
მომზადებულია theguardian.com-ის მიხედვით