არის! არის! - მაისურაძემ რუსი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა!
Aa
Aa

არის! არის! - მაისურაძემ რუსი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა!

ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე მეორე ოქროს მედალი აიღეს. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძემ ფინალში რუსი, ეკუბჟონ ნაზიროვი დაძაბულ ბრძოლაში, სამი წამით ადრე, იპონით დაამარცხა.

ქართველმა ფალავანმა ფინალამდე 4 მეტოქეს შვედ აქსელ ოსკარსონს, სერბ დარკო ბრასნოვიჩს, ბოსნიელ ტონი მილეტიჩსა და ლატვიელ ალექსეი ზარუდნევსს აჯობა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე მეექვსე მედალია.

მაისურაძემდე ოქროს მედალი ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა, ხოლო ბრინჯაო და ვერცხლი ბაგრატ ნინიაშვილის, ვლადიმირ ახალკაცის, ჯაბა პაპინაშვილისა და თემურ ნოხაძის ანგარიშზეა.

დღესვე ხორვატიულ ტატამზე მედლებისთვის გელა ზაალიშვილი და ონისე სანებლიძე იასპარეზებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები