Aa
Aa

"პენალტი გადამწყვეტი ოყო" - ტუხელის მატჩისშემდგომი კომენტარი

დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა "ლაიპციგსა" და პსჟ-ს შორის. მასპინძლებმა 2:1 გაიმარჯვეს და ჯგუფში პირველი სამი ქულა მოიპოვეს. მატჩის შემდეგ პარიზელთა თავკაცმა ტომას ტუხელმა კომენტარი გააკეთა.

"ფიზიკურად ძალიან რთული თამაში იყო. ცუდად დავიწყეთ და ბევრი მომენტი ვერ შევქმენით. ვფიქრობ პენალტი გადამწყვეტი იყო. მათ გაიტანეს პენალტი, ჩვენ ვერა.

პირველი წითელი ბარათის შემდეგ თამაში გაგვიჭირდა. ჩემპიონთა ლიგა განსხვავებული და რთული ტურნირია. "ლაიპციგი" ძლიერია გუნდია და ასეთი გუნდის წინააღმდეგ მაქსიმალურად უნდა გამოიყენო მომენტები.

როდესაც ამდენი ფეხბურთელი გაკლია, რთულია იყო ეფექტური და დღვანდელ საღამოს ზუსტად ეს ეფექტურობა დაგვაკლდა."- განაცხადა ტუხელმა

როგორც უკვე მოგახსენეთ პარიზული გრანდი "ლაიპციგთან" 2:1 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ გუნდს ნეიმარი, მბაპე, იკარდი და ვერატი არ ჰყავდა.

ამჟამად ჯგუფში საინტერესო სიტუაციაა. "მანჩესტერ იუნაიტედს" 6 ქულა აქვს, პსჟ-ს "ლაიპციგს" და "ბასაქშეჰირს" კი 3. დიდი ალბათობით ამ ჯგუფიდან გასასვლელად დიდი ბრძოლა გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები