გადაწყვეტილება მიღებულია - საქართველო-ჩრდ. მაკედონია უმაყურებლოდ გაიმართება!
Aa
Aa

გადაწყვეტილება მიღებულია - საქართველო-ჩრდ. მაკედონია უმაყურებლოდ გაიმართება!

"ევრო-2020"-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალური მატჩი, საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიას შორის, ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩატარდება.

ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჩვენი ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, არსებული ეპიდვითარების გამო თუნდაც ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაზე გულშემატკივართა დაშვება მიზანშეწონილი არაა.

მაია ცქიტიშვილი - საქართველოს ვიცე-პრემიერი

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა 12 ნოემბერს, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“, 21:00 საათიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გუშინ დაასახელა. სლოვაკმა სპეციალისტმა უახლოესი 3 მატჩისთვის გასამართ შეკრებაზე 29 ფეხბურთელი გამოიძახა. 

ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაშის შემდეგ "ჯვაროსნები" უკვე ერთა ლიგის C დივიზიონის მატჩებზე გადაერთვებიან და 15 რიცხვში - სომხეთს, ხოლო 18-ში ესტონეთს ასევე "დინამო არენაზე" უმასპინძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები