მაკედონიასთან ჩაკვეტაძეს გარეშე - ვაისმა შემადგენლობა დაასახელა
Aa
Aa

მაკედონიასთან ჩაკვეტაძეს გარეშე - ვაისმა შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2020 წლის ნოემბერში სამ ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის 12 ნოემბერს შედგება. უეფას ერთა ლიგის 2020/21 წლის გათამაშების მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს სომხეთის წინააღმდეგ ითმაშებს, 18 ნოემბერს კი ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და ესტონეთს შორის ჩატარდება. სამივე შეხვედრის მასპინძელი დინამო არენა იქნება.

ვლადიმირ ვაისმა ნოემბრის მატჩებში მონაწილეობის მისაღებად ეროვნულ ნაკრებში 29 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტი - როტორის 22 წლის ქართველი შემტევი ბექა მიქელთაძე.

უკვე ცნობილია, რომ ტრავმის გამო მომდევნო სამ შეხვედრაში ჩვენ გუნდს გიორგი ჩაკვეტაძე და ოთარ კიტეიშვილი ვერ დაეხმარებიან. საქართველოს ნაკრები უახლოესი მატჩებისთვის მზადებას 9 ნოემბერს თბილისში დაიწყებს.

ცნობილია კიდევ ხუთი ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს: გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, უნგრეთი).

მატჩების განრიგი

12 ნოემბერი, 21:00 საათი: თბილისი, დინამო არენა საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონია
15 ნოემბერი, 21:00 საათი: თბილისი, დინამო არენა საქართველო - სომხეთი
18 ნოემბერი, 21:00 საათი: თბილისი, დინამო არენა საქართველო - ესტონეთი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები