Aa
Aa

Mirror - ფაბინიო ნოემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდება

ბრიტანულ პრესაში „ლივერპულის“ ქომაგებისთვის სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. Mirror-ის მიხედვით, ფაბინიოს ტრავმა მოსალოდნელზე ბევრად მსუბუქი აღმოჩნდა და ბრაზილიელი ფეხბურთელი გუნდს მალე დაუბრუნდება.

ოთხშაბათს, 27 წლის საყრდენს ტესტი ჩაუტარდა და იწერებოდა, რომ იგი მინიმუმ 6 თვეს იუქმებდა, თუმცა ეს ვარაუდი არ გამართლდა. Mirror გვარწმუნებს, რომ ფაბინიო თამაშის განახლებას ნოემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ შეძლებს.

ბრაზილიელი ფეხბურთელი სავარაუდოდ, „წითლების“ სამ შეხვედრას გამოტოვებს. იგი „ვესტ ჰემთან“, „მანჩესტერ სიტისთან“ და „ატალანტასთან“ იუქმებს. „ლივერპულის“ ერთ-ერთი ლიდერს დიდი ალბათობით, 19 წლის რის უილიამსი შეცვლის.

როგორც მოგეხსენებათ, ფაბინიომ ტრავმა „მიტდიულანდთან“ შეხვედრაში მიიღო, რის შემდეგაც იურგენ კლოპი ურთულესი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. გერმანელ სპეციალისტს დაცვის ხაზში სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს და „ვესტ ჰემთან“ შეხვედრაში ზემოთ ხსენებული რის უილიამსის იმედი ექნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები