Aa
Aa

"სიტუაცია კრიტიკული არ არის" - კუმანის მატჩისშემდგომი კომენტარი

დასრულდა მიმდინარე სეზონის პირველი "ელ კლასიკო." "ბარსელონა" შინ მადრიდის "რეალთან" 1:3 დამარცხდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ბარსას თავკაცმა რონალდ კუმენმა კომენტარი გააკეთა.

"გაუგებარია რატომ დადო მსაჯმა პენალტი. ეს უბრალო სათამაშო ეპიზოდი იყო. არასდროს, არცერთ თამაშში "ვარ" ჩვენ სასარგებლოდ არაფერს წყვეტს. მსაჯს ვკითხე, თუ რატომ მოიქცა ასე, მაგრამ მან არაფერი მიპასუხა.

წაგების მიუხედავად ვფიქრობ, რომ სიტუაცია კრიტიკული არ არის. წინ უამრავი მატჩია და ჩემი გუნდი აუცილებლად გააუმჯობესებს შედეგებს." - განაცხადა კუმანმა

შეგახსენებთ, რომ სტუმართა მხრიდან გოლები ფედე ვალვერდემ, სერხიო რამოსმა და ლუკა მოდრიჩმა გაიტანეს. ბარსადან კი თავი ანსუ-ფატიმ გამოიჩინა.

ამ მომენტში კატალონიური გრანდი ლა ლიგის ცხრილში 7 ქულით მე-10 პოზიციაზე იმყოფება. "სამეფო კლუბი" კი პირველზე 13 ქულით, მაგრამ "ბლაუგრანას" "რეალზე" 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები