Aa Aa
24 ოქტომბერი 2020  |  15:56

"ბარსელონა ნებისმიერ მწვრთნელთან ერთად ძლიერია" - ზიდანის მატჩისწინა პრესკონფერენცია

"ელ კლასიკოს" წინ მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა და რამდენიმე საინტერესო დეტალზე ისაუბრა. მისი თქმით დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვება რეაბილიტაციისთვის ძალიან კარგი იქნება.

"ასეთი დონის მატჩი მაყურებლების გარეშე ძალიან რთულია, მაგრამ ასეთ მდგომარეობას მივეჩვიეთ. "ელ კლასიკო" განსაკუთრებული რამ გახლავთ და მნიშვნელოვანია თამაში კარგად დავიწყოთ.

გამარჯვება საუკეთესო შანსია, რათა რეაბილიტაცია მოვახდინოთ. ერთმანეთს ორი ძალიან ძლიერი გუნდი ხვდება. სერხიო რამოსი მზად არის. ის სრულიად გამოჯანმრთელდა და "ბარსელონასთან" ითამაშებს.

ფეხბურთში აღმასვლა და შემდეგ დაღმასვლა ბუნებრივი პროცესია. სამწუხაროდ ახლა დაღმასვლას განვიცდით, მაგრამ გპირდებით ყველაფერი გამოსწორდება. ახლა მთავარია კატალონიელებთან მატჩისთვის კონცენტრაცია მოვახდინოთ და დავივიწყოთ ბოლო ორი შეხვედრა.

მოსამზადებლად 48 საათი გვქონდა. ეს საკმარისი არ არის, მაგრამ ამას ვერ შევცვლით. გვინდა, რომ მატჩი კარგად დავიწყოთ და კარგადვე დავასრულოთ. "ბარსელონა" არის ისეთი კლუბი, რომელიც ნებისმიერი მწვრთნელით ძლიერია. მათ იციან, თუ როგორ ითამაშონ კარგად და როგორ გაგირთულონ საქმე. არ მინდა დეტალებს ჩავეძიო. ერთადერთი რაც ვიცი, არის ის, რომ რთული თამაში იქნება.

როდესაც გუნდი აგებს პირველი მე მაკრიტიკებენ და ეს ბუნებრივია. კრიტიკა არ მაშინებს, პირიქით მაძლიერებს და ყოველთვის ვცდილობ ცვლილებები განვახორციელო. წარსულით არ ვცხოვრობ. ჩვენ ურთულესი მატჩი გველოდება და სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი." - განაცხადა ზიდანმა

შეგახსენებთ, რომ "ელ კლასიკო" დღეს 24 ოქტომბერს თბილისის დროით 18:00-ზე დაიწყება. აღსანიშნავია, რომ "სამეფო კლუბი" არასასურველ ფორმაშია. მათ ბოლო ორი შეხვედრა "კადისთან" 0:1 და "შახტართან" 2:3 დათმეს.

 

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში