Aa Aa
23 ოქტომბერი 2020  |  15:00

დეკადის ასისტი - გიორგი ცინცაძეს გადაცემა ფინალში გავიდა

ყველას კარგად გვახსოვს გიორგი ცინცაძის ულამაზესი პასი, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელმა ევრობასკეტ 2015-ის მერვედფინალში, ლიეტუვასთან გააკეთა. ბრუნში, ზურგსუკნიდან გაშვებული და 2 ბალტიელის – მანტას კალნიეტისისა და იონას ვალანჩუნასს შორის გაძვრენილი ბურთი ფარქვეშ მანუჩარ მარკოიშვილმა მიიღო და ლიეტუველთა კალათი დალაშქრა.

სწორედ ეს პასი მონაწილეობს ფიბა-ს ვებგვერდზე მიმდინარე გამოკითხვა-შეჯიბრებაში, რომლის მიზანიც დეკადის (ბოლო 10 წლის) საუკეთესო ასისტის გამოვლენაა.

გიორგი ცინცაძე ფინალში გავიდა მისი მეტოქე არგენტინელი ფაკუნდი კაპაცოა.

ქართველმა კალათბურთელმა მეოთხედფილაში 3×3 კალათბურთის ლეგენდა დუშან ბულუტი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში მარკ გასოლს აჯობა.

გამარჯვებულის გამოვლენა მთლიანად ქომაგებზეა დამოკიდებული, რომლებიც უნდა ესტუმრონ ფიბა-ს საიტს და ხმა მისცენ მათთვის საუკეთესო პასს. ხმის მიცემა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში