Aa
Aa

მილანი შეუჩერებელია - როსონერიმ 56-წლიანი რეკორდი გაიმეორა

იტალიურმა „მილანმა“ ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში სტუმრად „სელტიკი“ 3:1 დაამარცხა და კლუბის ისტორიაში 56-წლიანი რეკორდი გაიმეორა.

საქმე ისაა, რომ „როსონერიმ“ ყველა ტურნირის ეგიდით ზედიზედ 10 თამაშში მინიმუმ 2-2 გოლი 1964 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად გაიტანა.

გარდა ამისა, სტეფანო პიოლის გუნდი ყველა ტურნირის ეგიდით ზედიზედ 21 მატჩია არ მარცხდება. „შავ-წითლებმა“ ბოლოს 8 მარტს, „ჯენოასთან“ საშინაო შეხვედრა დათმეს.

ლომბარდიელთა მხრიდან „სელტიკის“ კარი რადე კრუნიჩმა, ბრაჰიმ დიასმა და იენს ჰაუგემ აიღეს და ჯგუფში თავიანთი გუნდი „ლილთან“ ერთად გაალიდერეს.

„მილანი“ შემდეგ თამაშს 26 ოქტომბერს, სერია A-ს მე-5 ტურში, „რომას“ წინააღმდეგ გამართავს და იტალიის ჩემპიონატში ლიდერობის შენარჩუნებას შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები