FIFA-ს განახლებული რეიტინგი - საქართველო 3 პოზიციით დაწინაურდა
Aa
Aa

FIFA-ს განახლებული რეიტინგი - საქართველო 3 პოზიციით დაწინაურდა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისთვის შესანიშნავი სიახლეა. FIFA-მ ქვეყნების რეიტინგი განაახლა და 89-ე ადგილზე მყოფი საქართველო ახლა 86-ე ადგილს იკავებს.

ოქტომბრის თვეში ვლადიმირ ვაისის შეგირდებმა 3 ოფიციალური მატჩი გამართეს. აქედან ერთი მოიგეს, ხოლო 2-ჯერ ფრეს დასჯერდნენ.

აღსანიშნავია, რომ "ჯვაროსნებმა" ბელარუსის ნაკრებს მოუგეს და ფინალის საგზური მოიპოვეს. დანარჩენი ორი შეხვედრა კი ჩრ. მაკედონიასთან და სომხეთთან იყო. ქართველებმა ორივე მატჩი იდენტური ანგარიშით 1:1 დაასრულეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 12 ნოემბერს ძალზედ მნიშვნელოვანი ფინალური მატჩი ელოდება. ისინი ჩრ. მაკედონიას შეხვდებიან და გამარჯვების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატზე გავლენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები