Aa
Aa

"დამნაშავე მხოლოდ მე ვარ" - ზიდანის მატჩისშემდგომი კომენტარი

დასრულდა შეხვედრა მადრიდის "რეალსა" და დონეცკის "შახტარს" შორის. უკრაინელებმა სენსაცია მოახდინეს და სტუმრად "სამეფო კლუბი" 2:3 დაამარცხეს. მატჩის შემდეგ "ბლანკოსის" თავკაცმა ზინედინ ზიდანმა კომენტარი გააკეთა.

"მატჩის დასაწყისი ისეთი არ გამოდგა, როგორიც ჩაფიქრებული გვქონდა. სამწუხაროდ, ამისთვის ნებისყოფა არ გვეყო. ახლა რთული მომენტი გვიდგას. ფეხბურთელებმა გაშვებულ სამ გოლზე რეაგირება მოახდინეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ახლა დასრულებულ მატჩზე ვფიქრობ და ვეცდები დასკვნები გამოვიტანო.

როტაციას სპეციალურად მივმართე. 1 კვირის განმავლობაში 3 თამაშის ჩატარება გვიწევს და არიან ფეხბურთელები, რომლებიც საერთოდ არ ისვენებენ. ახლა საჭიროა ვიპოვო ის, რაც გამარჯვებაში დაგვეხმარება და გუნდს გააძლიერებს. ამისთვის მხოლოდ რამდენიმე დღე მაქვს. შაბათს "ელ კლასიკო" გველის და მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოვემზადოთ.

პირველი ტაიმი ფეხბურთელებისთვის კოშმარული იყო. მე ვერ ვნახე ისეთი გუნდი, როგორის ნახვაც მინდოდა და როდესაც ეს ხდება დამნაშავე მხოლოდ მე ვარ. საბედნიეროდ, მეორე ტაიმში მათ გარდატეხის შეტანა შეძლეს, მაგრამ საკმარისი არც ეს აღმოჩნდა. ისინი სულით ჩემპიონები არიან და დღევანდელი შედეგი ყველას გვაწუხებს." - განაცხადა ზიდანმა

როგორც უკვე მოგახსენეთ, მადრიდელები შინ 2:3 დამარცხდნენ. სტუმართა მხრიდან თავი ტეტემ და მანორ სოლომონმა გამოიჩინეს, ერთი გოლი კი ვარანმა ჩაჭრა საკუთარ კარში. "რეალიდან" გოლები ვინისიუს ჟუნიორმა და ლუკა მოდრიჩმა გაიტანეს.

მომდევნო შეხვედრას "ბლანკოსი" ლა ლიგაში 24 ოქტომბერს "ბარსელონას" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 18:00-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები